სახეცვლილი ნახშირბადი

სახეცვლილი ნახშირბადი (ინგლ. Altered Carbon) — ინგლისელი მწერლის, რიჩარდ მორგანის, კიბერპანკის ჟანრის რომანი, გამოქვეყნდა 2002 წელს. მოქმედება მიმდინარეობს მომავალში, როცა კაცობრიობას უკვე განვითარებული აქვს ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობა, სიკვდილი კი დაძლეულია, ადამიანთა გონებას პორტატულ მოწყობილობაზე ინახავენ და ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. რომანი მოგვითხრობს გამომძიებელი ტაკეში კოვაჩის, გაეროს ყოფილი ჯარისკაცის, შესახებ რომელიც მდიდარი მამაკაცის სიკვდილს იძიებს.

„სახეცვლილი ნახშირბადი“
ავტორი რიჩარდ მორგანი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Gollancz
გამოცემის თარიღი 28 თებერვალი, 2002
გვერდი 640
მომდევნო Broken Angels

წიგნის მიხედვით 2018 წელს ნეტფლიქსმა სატელევიზიო სერიალი გადაიღო.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება