სახელმწიფო შესყიდვა

სახელმწიფო შესყიდვა (ინგლ. Government procurement or public procurement), საჯარო შესყიდვა — საჯარო დაწესებულებების მიერ საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა სპეციალური პროცედურების გამოყენებით.

სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში

რედაქტირება

სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში წესრიგდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით[1]. ამ კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და რელიგიური გაერთიანებებისა) სახსრებით, აგრეთვე იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი
  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი