სახელმწიფო გეგმის ავტოფარეხი

სახელმწიფო გეგმის ავტოფარეხი (რუს. Гара́ж Госпла́на) — ავტოფარეხი, შენობა მოსკოვის ავიამოტორნის ქუჩაზე, აშენებული 1936 წელს. შესრულებულია არქიტექტორ კონსტანტინ მელნიკოვის პროექტის მიხედვით, ვ. ი. კუროჩკინთან თანაავტორობით, რომელიც გათვალისწინებულიყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გეგმის თანამშრომლების ავტომობილებისთვის. საბჭოთა არქიტექტურის ავანგარდის ძეგლია, სადაც მრგვალი ფანჯარა მანქანის ფარებთან უნდა ასოცირდებოდეს. [1]

სახელმწიფო გეგმის ავტოფარეხი
Гараж Госплана

სახელმწიფო გეგმის ავტოფარეხი 2017 წელს
კოორდინატები 55°44′22″N 37°43′11″E / 55.739489° ჩ. გ. 37.719714° ა. გ. / 55.739489; 37.719714
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი კონსტანტინ მელნიკოვი, ვ. ი. კუროჩკინი
დაწყების თარიღი 1934
დასრულების თარიღი 1936
მდგომარეობა საჭროებს რესტავრაციას
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7733361000

მშენებლობა

რედაქტირება

სახგეგმის ავტოფარეხი — კონსტანტინ მელნიკოვის მიერ აშენებული ბოლო ერთ-ერთი შენობაა. შენობა, 1936 წელს, სსრკ-ის სახელმწიფო გეგმის უწყების თანამშრომლების ავტომობილებისთვის აშენდა. ისევე, როგორც ინტურისტის ავტოფარეხი, რომელიც ორი წლით ადრე აშენდა, შენობის მუშა ნახაზები შეასრულა მოსკოვის № 7 არქიტექტურულ-გეგმიური საბჭო, არქიტექტორ ვ.ი. კუროჩკინის ხელმძღვანელობით. განსხვავებით იმ ავტოფარეხისგან, რომელიც მდებარეობს ნოვორიაზანსკის ქუჩაზე და ბახმეტიევის ავტოფარეხისგან, რომლის პროექტები სრულად კონსტანტინ მელნიკოვს ეკუთვნის, სახგეგმის ავტოფარეხიდან მას მხოლოდ შენობის არქიტექტურული გაფორმება ეკუთვნის.[2][3]

შენობა აშენებულია საბჭოთა ავანგარდის სტილში. 1930-იანი წლების მელნიკოვის არქიტექტურისთვის დამახასიათებელია მსხვილი ფორმები, მოცულობა, პლასტიკურობა და სწორი ხაზები, რაც გამოკვეთილის სახგეგმის ავტოფარეხის გარე იერსახეზე. შენობა აერთიანებს სამ კონსტრუქტიულ ფორმებს: მართკუთხედს, სამკუთხედსა და წრეს. ძირითადი ერთსართულიანი კორპუსის ქუჩის ფასადს, ავსებს წრიული ფანჯარა მსხვილი ჩარჩოებით და ვერტიკალური ხაზები. მისგან მარჯვნივ იყო განთავსებული (მაგრამ ვერ შენარჩუნდა) მაღალი ქარხნული საკვამური, რომელიც კომპოზიციურად ამ ყველაფერს ერთ ელემნეტში აერთიანებდა. ოთხსართულიან კორპუსზე, სადაც განლაგებული იყო ადმინისტრაცია და სახელოსნოები, ვერტიკალურად გაჭრილია მოცულობითი კანელიროვებული სვეტები. ფანჯრები ეზოს ფასადზე, შესრულებული მართკუთხედის ფორმაში, დახრილია, ამით იმეორებს შენობის შიგნით განლაგებულ კიბეების მიმართულებას. ავტოფარეხის საერთო ხედი ავტომობილს გვაგონებს: მრგვალი ფანჯრები დაბალი გადახურვით ქმნის ფარას და წაგრძელებულ ფრთას, ხოლო ფასადის ვერტიკალური თეთრი ხაზები — რადიატორის ცხაურას. [2][4][5][6][7][8]

სახგეგმის ავტოფარეხის შესახებ, თვითონ კონსტანტინ მელნიკოვი წერდა:

ერთი „თვალი“, გადაადგილებული ცენტრიდან მაღალი მოცულობის ადმინისტრაციული კორპუსისკენ, ვიწრო მილით, — და მე შევიძინე „ფორმალისტური“ მიდგომა მშვენიერი სამყაროს არსებითზე.[3]

გამოყენება

რედაქტირება

1955 წლიდან 1990-იანი ბოლომდე, ავტოფარეხი მოსკოვის მე-8 სატაქსო პარკად გამოიყენებოდა, შემდეგ კი ქირავდებოდა.[9][10]

1990 წელს, კონსტანტინ მელნიკოვის დაბადების 100 წლისთავზე, ავტოფარეხმა მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური სტატუსი მიიღო. 1997 წელს, მოსკოვის საქალაქო დუმის გადაწყვეტილებით, შენობა შეიტანეს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა იმ სიაში, რომლის მიხედვითაც მისი პრივატიზება შესაძლებელია.[11][1]

2013 წელს, რუსეთის სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შენობა გამხდარიყო „შუსევის სახელობის არქიტექტურული მუზეუმის“ ფილიალი, თუმცა, წინადადება არ დაამტკიცეს. 2014 წლის იანვარში, შენობაში ხანძარი მოხდა, რის შედეგად შენობის შიდა სათავსები დაზიანდა, მაგრამ, გარე ფასადი გადარჩა. [12][13]

2015 წელს, უკანონოდ მოხდა შენობის ფანჯრების შეცვლა მეტალოფლასმასის კარ-ფანჯრებზე, ასევე აღმოჩნდა უკანონო აგურის ზედნაშენი. მშენებლობა შეჩერდა და ექსპლუატანტი კომპანიის მიმართ, ადმინისტრაციული საქმე აღიძრა.[14]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бусева-Давыдова И., Нащокина М, Архитектурные прогулки по Москве, მოსკოვი: Ворон, 1996, ISBN 5-901024-01-X.
  • Кановалова Г., Шишигина Е, Прогулки по Лефортову, მოსკოვი: МНЭПУ, 2003.
  • Константин Степанович Мельников: Архитектура моей жизни. Творческая концепция. Творческая практика / под ред. Стригалёва А., Коккинаки И, მოსკოვი: Искусство, 1985.
  • Хан-Магомедов С., Константин Мельников, Архитектура-С, 2006, ISBN 5-9647-0095-0.
  1. 1.0 1.1 Власти остановили незаконные работы в здании Гаража Госплана. Москва24 (2015-04-14). ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  2. 2.0 2.1 Гараж Госплана. Узнай Москву. ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  3. 3.0 3.1 Стригалёв 1985.
  4. Османкина Г., Использование прямой линии в дизайне рационалистической архитектуры // Исторические, философские, политические и юридические науки, культурология и искусствоведение. Вопросы теории и практики : журнал, Грамота, 2017, № 12, გვ. 135—140.
  5. Прозрачные дома Москвы. Знаменитые «стеклянные» здания столицы. Аргументы и факты (2018-02-03). ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  6. Овсянникова Е., Туканов М., Влияние экспрессионизма на архитектуру 1930-х годов // Русский авангард 1910-1920-х годов и проблема экспрессионизма, Наука, 2003, გვ. 387-407.
  7. Бусева-Давыдова 1996.
  8. Хан-Магомедов 2006.
  9. Кановалова 2003.
  10. Убитые шедевры. Strana.ru (2016-07-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-07. ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  11. Постановление Московской городской думы от 25 июня 1997 года № 43 о перечне объектов недвижимости, отнесённых к памятникам истории и культуры, разрешённых к приватизации. zakon.7law.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-04. ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  12. 14 знаменитых построек архитектора Константина Мельникова. РБК (2014-08-26). ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  13. Архитектурное наследие Мельникова - Мосгорнаследие приостановило незаконные работы. РоссияК (2015-04-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-07. ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  14. Гараж Госплана на Яндекс.Картах. Яндекс.Карты. ციტირების თარიღი: 2018-03-01.