საძეგურის ეკლესია (ულდა)
საძეგურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საძეგურში. აგებულია გარდამავალი ხანაში.
სოფლიდან აღმოსავლეთით 7 კმ-ზე მთაში, ნასოფლარ "ულდაში" მდებარე დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთით თანადროული მინაშენი აქვს, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა ქაოსურია. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო არქიტრავული ნიშაა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარი ნაოთხალია. ეკლესიას სამხრეთი მინაშენი მთელ სიგრძეზე მიუყვება. აღმოსავლეთით, კერძოდ, ნაგებობასა და მინაშენს შორის ნაკერი არ არის, ხოლო დასავლეთით აშკარად ჩანს ნაკერი. მინაშენის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო სარკმელია მოთავსებული, ხოლო სამხრეთით - არქიტრავული კარი. ძეგლი დაზიანებულია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ეკლესია ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით, შემორჩენილი კედლები დაბზარულია. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 160