საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები სომხეთში

საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები სომხეთში — უძველესი დროიდან მოყოლებული სომხეთის ისტორიის პერიოდში, ამ მხრივ არაერთი ტიპის ნაგებობებია გამოკვეთილად ცნობილი. რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ უნიკალურ ძეგლებს.

უნდა აღინიშნოს თავდაპირველად, რომ შენობა-ნაგებობების განლაგებით სომხური სოფლები ადგილობრივი ქართული დასახლებებისაგან თითქმის არ განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, სამცხე-ჯავახეთის სიმბიოზური, მიწათმოქმედება-მესაქონლეობით წარმოდგენილი მეურნეობისათვის დამახასიათებელი იყო კომპლექსური საცხოვრებელი და სამეურნეო, დარბაზული ტიპის ნაგებობები. სომხეთისთვის დამახასიათებელი იყო მიწურმანიანი და სანახევროდ მიწაში ჩაფლული სახლები, რომლებიც ძირითადად ნაკლებად ზარალდებოდა მტრის თავდასხმის დროს. მტრის ხშირი შემოსევების გამო, ერთმანეთთან სახლები დაკავშირებული იყო გასაიდუმლოებული ხვრელებით, გვირაბებით. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ერდოიან-გვირგინიანი დარბაზული ნაგებებობები, რომელიც კავკასიაში საკმაოდ გავრცელებულია. ნაგებობები მჭიდროდ იყო ერთმანეთთან შეჯგუფებული, რაც განპირობებული ბუნებრივი ლანდშაფტით და მიწის ნაკლებობით.

სომხურ ენაში სახლის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „ტუნ“. ტუნს თავდაპირველად რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა. ის გამოხატავდა, ერთი მხრივ, სამფლობელოს, მამულს, რაიონს, ოლქსა და თვით ქვეყანასაც კი, მეორე მხრივ კი, სოციალურ გაერთიანებებს აღნიშნავდა - გვარს, პატრონიმიას და, მოგვიანებით, დიდ საოჯახო თემს.

ამ ტიპის საცხოვრებელს სომხები „გოღატუნ“-ს (მიწის სახლს) უწოდებენ. ის ქვისა და ალიზისაგან არის აგებული, გადახურვა მიწურბანიანია, შედგება კარაპანის, დერეფნისა და სამი განყოფილებისაგან.

ტენდერტუნის დაბალ განყოფილებაში დგას ხის გრძელი ტახტი. წინათ მასზე ოჯახის ახალგაზრდა წევრები იძინებდნენ. ტენდერტუნს საკუთარი გვირგვინი აქვს, რომელიც ხის ბოძებზეა დაყრდნობილი და ხუთი საფეხურისაგან შედგება. ამ სათავსოში ინახებოდა მარცვლეულისათვის განკუთვნილი ხის დიდი ჭურჭელი „ამბარი“.

აღსანიშნავია, რომ დარბაზული ტიპის ნაგებობები გავრცელებული იყო, აგრეთვე, ყარსში, ბასიანსა და მის მომიჯნავე ოლქებში არსებულ სომხურ დასახლებებშიც. სომხურ ნაგებობებს, ნაკლებად ჰქონდათ დიდი ეზოები, განსხვავებით სხვა კავკასიის ხალხებისგან.

XX საუკუნის ასეთი შენობები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო, თუმცა საცხოვრებლად თითქმის აღარ გამოიყენებოდა, არსად გვხვდება მათი თუნდაც სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაც.

ძირითადად შენობებში იყო ხის ავეჯი, მცირე ჭურჭელი. სომხურ დარბაზული ტიპის სახლებში განკუთვნილი იყო საქონლის სადგომი, შესანახი ადგილი ე.წ. სათავსო. ჭირნახულის შესანახი ოთახი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012