საცავი (2021 წლის ფილმი)
„საცავი“ (ინგლ. The Vault; თავდაპირველად — Way Down) — 2021 წლის ესპანური მოქმედებითი-სათავგადასავლო ფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ფრედი ჰაიმორი, ასტრიდ ბერჟე-ფრისბი, სემ რაილი, ლიამ კანინჰემი, ლუის ტოსარი, აქსელ შტაინი, ხოსე კორონადო და ფამკე იანსენი.
„საცავი“ | |
---|---|
ოფიციალური პოსტერი | |
ჟანრი |
მოქმედებითი-სათავგადასავლო თრილერი |
რეჟისორი | ჟაუმე ბალაგუერო |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი |
|
როლებში | |
მუსიკა | არნაუ ბატალიერი |
ოპერატორი | დანიელ არანიო |
მონტაჟი | დავიდ გალიარტი |
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი |
|
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 118 წუთი |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ინგლისური |
სიუჟეტი
რედაქტირებაგაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები გენიოსი ინჟინერი სახელად ტომი, რომელმაც სასწავლებელი ახლახან დაამთავრა, დაინტერესდება ესპანეთის ბანკით, რომლის საცავიც 100 წელზე დიდი ხნის წინ ააშენეს. საცავს არ გააჩნია სტრუქტურული გეგმა და მისი უსაფრთხოების სისტემა მოიცავს მიწისქვეშა მდინარეს, რომელიც მას გატეხვის შემთხვევაში წყლით ავსებს. როცა ტომი გაიგებს, რომ ლეგენდარულ დაკარგულ საგანძურს ბანკის საცავში 10 დღის განმავლობაში შეინახავენ, ის ბანკში შესაჭრელად ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ვოლტერ „კანინჰემთან“ ერთად კარგად გათვლილ გეგმას შეიმუშავებს. ბანკში შესაჭრელად მათ მხოლოდ 90 წუთი აქვთ, როცა ბანკის პერსონალი 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ყურებით იქნება გართული, რასაც ესპანეთის ბანკის წინ მდებარე უზარმაზარ ეკრანზე აჩვენებენ.[1][2]
მსახიობები
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
ფამკე იანსენი | მარგარეტი |
ფრედი ჰაიმორი | ტომ ჯონსონი |
ასტრიდ ბერჟე-ფრისბი | ლორენი |
სემ რაილი | ჯეიმზი |
ლიამ კანინჰემი | ვოლტერ მორლენდი |
ხოსე კორონადო | გუსტავო |
ლუის ტოსარი | საიმონი |
აქსელ შტაინი | კლაუსი |
ჯეიმზ გიბლინი | ტომის მამა |
ფრენკ ფეისი | |
ერიკ გუდი | |
ჰანტერ ტრემეინი | |
ემილიო გუტიერეს კაბა | |
რეგ უილსონი | |
ჯულიოს კოტერი | |
კრეიგ სტივენსონი |
წარმოება
რედაქტირებაფილმის გადაღებები მიმდინარეობდა მადრიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიებში, ესპანეთის ზღვისპირა რეგიონებსა და ინგლისში.[1] სორაია შემალმა განაცხადა: „დისტრიბუტორებს მოსწონთ ის ფაქტი, რომ ფილმი ძარცვის შესახებ დაფუძნებულია არა ძალადობასა და ბრძოლაზე, არამედ გუნდურ მუშაობაზე, რომელიც შთაგონებულია ქარიზმატული და ვნებიანი განძზე მონადირე პერსონაჟით, რომლის როლს ლიამ კანინჰემი ასრულებს და საოცრად ნიჭიერი, ახალგაზრდა, თავგადასავლების მაძიებელი ფრედი ჰაიმორის პერსონაჟით.“[3] ჰაიმორმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ „მოხარული ვარ ესპანეთში დაბრუნებით და ჟაუმესთან ერთად ამ მშვენიერ პროექტზე მუშაობით.“[1]
გამოსვლა
რედაქტირება„საცავი“ 2021 წლის 15 იანვარს ბრაზილიისა და ტაივანის თეატრებში გამოვიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ჯენიფერ გრინი. (2 აგვისტო, 2019 წ.) ბერლინი: ფრედი ჰაიმორი აწარმოებს და მონაწილეობას მიიღებს ფილმში „გზა ქვევით“ ესპანეთში მიმდინარე ძარცვის შესახებ. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020 წ..
- ↑ ჯონ ჰოუპველი. (27 თებერვალი, 2020 წ.) TF1 Studio-მ მსოფლიოს უმეტეს ნაწილს მიჰყიდა ფილმი „გზა ქვევით“, რომლის მთავარ როლში მონაწილეობს ფრედი ჰაიმორი (ექსკლუზივი). Variety. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020 წ..
- ↑ ჯონ ჰოუპველი. (13 მაისი, 2019 წ.) TF1 Studio ფრედი ჰაიმორის თრილერს „გზა ქვევით“ გამოუშვებს (ექსკლუზივი). Variety. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2020 წ..