საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბი — საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2013 წლის 19 სექტემბერს №12 დადგენილებით.[1]
საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
დევიზი | საჩხერე |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაკვეთილია და ტალღისებურად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად:
- I ნაწილი — ოქროს ველზე მეწამული წიგნი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი.
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს ქნარი.
- III ნაწილი — ზურმუხტის ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ოქროს სარტყლით.
- IV ნაწილი - ოქროს ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ლაჟვარდის სარტყლით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „საჩხერე“.