საყვარელი (1992 წლის ფილმი)
საყვარელი (ფრანგ. L'Amant) — 1992 წლის რომანტიკული დრამა, რომლის რეჟისორია ჟან-ჟაკ ანო. დაფუძნებულია მარგარეტ დიურასის 1984 წლის ნახევრადავტობიოგრაფიულ რომანზე. ფილმი, რომელშიც მოქმედება 1929 წლის ფრანგულ ინდოჩინეთში ხდება, მოზარდი ფრანგი გოგონასა და შეძლებული ჩინელი მამაკაცის უკანონო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.
ფილმმა მოიპოვა სეზარის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.