საქართველოს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

საქართველოს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი — ფსიქოლოგიის ინსტიტუტი დიმიტრი უზნაძის სახელობისა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, დაარსდა 1941 წელს დიმიტრი უზნაძის თაოსნობით, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგთა ინსტიტუტის დაარსებისათვის მრავალი წლის მანძილზე იქმნებოდა პირობები. თსუ-ს დაარსებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო დიმიტრი უზნაძემ. 1927 საბჭოთა კავშირში პირველად, თბილისში შეიქმნა ფ. საზოგადოება, რომელშიც უნივერსიტეტში აღზრდილი ფსიქოლოგები გაერთიანდნენ. ფ. ინსტიტუტის კვლევის ცენტრში მიმართულება გახდა დიმიტრი უზნაძის მიერ შემუშავებული განწყობის თეორიისა და მის საფუძველზე წამოჭრილი მრავალი ზოგადფსიქოლოგიური და სპეცფსიქოლოგიური პრობლემის დამუშავება.

2000 წელს ინსტიტუტს ჰქონდა ზოგადი პედაგოგიური, სოციალური სამედიცინო, და საინჟინრო ფსიქოლოგიური განყოფილებები. ფსიქოლ. ისტ., ფსიქოლ. საკვლევი მეთოდების, რელიგიის სასკოლო სწავლების აღზრდის სოციალური ჯგუფებისა და სასკოლო სწავლების აღზრდის ფსიქოკორექციის ლაბორატორიები. აღნიშნულ განყოფილებებსა ლაბორატორიებში მუშავდება განწყობის ზოგადფსიქოლ. პრობლემები. ინ-ტში შეისწავლიან აგრეთვე სამედიცინო ფსიქოლ. პრობლემებს. ფ.ინსტიტუტს აქვს ასპირანტურა და ფსიქოლ. მეცნ. კანდ. და დოქტორის სამეცნ.ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო.

ფ. ი-ში ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები. ინსტიტუტის ინიციატივით 1958- იდან 3 წელიწადში ერთხელ ეწყობა სამხრ.კავკასიის ფსიქოლოგთა კონფერენცია. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამ პრობლემაზე მომუშავე მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანმა ფსიქოლოგმა. მათი შრომები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, სამ ტომად. ინსტიტუტს აქვს ბიბლიოთეკა 1950 წელს ინსტიტუტს გადაეცა დ. უზნაძის პირადი არქივი და ბიბლიოთეკა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თბილისის ენციკლოპედია, 2002 წ. გვ. 877-878.