საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი — სამეცნიერო-შემოქმედებითი ტიპის დაწესებულება.
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ხალხური შემოქმედების ნიმუშების მოვლა-დაცვის, შეკრების, კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეს 1936 წლიდან ემსახურება, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის ხელოვნების საქმეთა სამართველოსთან შეიქმნა და ხალხური შემოქმედების კაბინეტი ეწოდა. მას მიხეილ მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა, კონსულტატი კი ვახტანგ კოტეტიშვილი იყო.
ერთი წლის შემდეგ მას ხალხური შემოქმედების სახლი დაერქვა და სათავეში კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, ლოტბარი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ კოკელაძე ჩაუდგა, რომელიც 15 წელი ხელმძღვანელობდა დაწესებულებას, მოადგილე მწერალი მიხეილ მრევლიშვილი იყო.
1940-იან წლებში ხალხური შემოქმედების სახლები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იქმნებოდა, რომლებიც რესპუბლიკის მხატვრული თვითმოქმედებას უძღვებოდნენ. საკავშირო ცენტრი კი მოსკოვში იყო (Всесоюзный дом народного творчества). საქართველოშიც ხალხური შემოქმედების სახლს ფილიალები ცხინვალში, ბათუმსა და სოხუმში ჰქონდა.
1952 − 1980 წლებში ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი იყო.
დაწესებულებას ასევე ხელმძღვანელობდნენ: ვალერიან ცაგარეიშვილი, რევაზ კერესელიძე.
1983 წლიდან დაწესებულებას ხალხური შემოქმედებისა და კულტ-საგანმანათლებლო მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი ეწოდა, ხელმძღვანელი კი ცისანა ქოჩეჩაშვილი გახდა.
2005 წლიდან რეორგანიზაციის შედეგად ხალხური შემოქმედების სახლს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახელი მიენიჭა და დირექტორად ლოტბარი, ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი დაინიშნა.
2014 წლიდან დღემდე ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლოტბარი, სახელმწიფო ანსამბლ ,,ბასიანის ხელმძღვანელი გიორგი დონაძეა.
დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონებში წარმომადგენლობებისა და სალოტბარო სკოლების გახსნაა, რაც ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციასა და შენახვას ემსახურება.