საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია
საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია — პარტია, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-9 ნომრად იღებდა მონაწილეობას. პოლიტიკური სუბიექტი 1918 წელს გამოეყო სოციალისტ-ფედერალისტთა ჯგუფს. პარტიას ჰქონდა რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიის შეხედულებები. პარტიის 38 კაციანი საარჩევნო სიიდან 3 ქალი კანდიდატი იყო. პოლიტიკურმა სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.
საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია | |
---|---|
ისტორია | |
დაფუძნდა | 1918 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | მემარცხენე |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ლიტერატურა
რედაქტირება- პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 56.