საქართველოს სამხედრო წოდებები

წინამდებარე სტატიაში მოცემულია საქართველოს თავდაცვის ძალებში ამჟამად არსებული სამხედრო წოდებები და მათი განმასხვავებელი ნიშნები (ინსიგნიები).

საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა

კაპრალ-რიგითთა და სერჟანტთა სამხედრო წოდებები

რედაქტირება

სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მომსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) შემადგენლობებია:

  • რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობა, რომელთა საჯარისო (სახმელეთო, საჰაერო) სამხედრო წოდებებია – რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი;
  • უმცროსი სერჟანტების შემადგენლობა, რომელთა საჯარისო სამხედრო წოდებებია – უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი;
  • უფროსი სერჟანტების შემადგენლობა, რომელთა საჯარისო სამხედრო წოდებებია – უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი;
  • მთავარი სერჟანტების შემადგენლობა, რომლის საჯარისო სამხედრო წოდება არის – მთავარი სერჟანტი;
წოდება ნატოს კოდი განმასხვავებელი ნიშანი
რიგითი
OR-2
 
I კლასის რიგითი
OR-3
 
კაპრალი
OR-4
 
კაპრალ-სპეციალისტი
OR-4
 
უმცროსი სერჟანტი
OR-5
 
სერჟანტი
OR-6
 
უფროსი სერჟანტი
OR-7
 
მასტერ-სერჟანტი
OR-8
 
მთავარი სერჟანტი
OR-9
 

ოფიცერთა სამხედრო წოდებები

რედაქტირება

ოფიცრების შემადგენლობებია:

  • საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა, რომელთა საჯარისო სამხედრო წოდებებია – ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
  • კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, რომელთა საჯარისო სამხედრო წოდებებია – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
  • კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა რომელთა საჯარისო სამხედრო წოდებებია – ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი.
წოდება ნატოს კოდი განმასხვავებელი ნიშანი
ლეიტენანტი
OF-1
 
უფროსი ლეიტენანტი
OF-1
 
კაპიტანი
OF-2
 
მაიორი
OF-3
 
ვიცე-პოლკოვნიკი
OF-4
 
პოლკოვნიკი
OF-5
 
ბრიგადის გენერალი
OF-6
 
გენერალ-მაიორი
OF-7
 
გენერალ-ლეიტენანტი
OF-8
 

სამხედრო წოდებების მინიჭება

რედაქტირება

პირველადი სამხედრო წოდება რიგითი ენიჭება:

  • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირს;
  • საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს.

პირველადი სამხედრო წოდება ლეიტენანტი ენიჭება:

  • საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • პირს, რომელმაც გაიარა:
  1. სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის პროგრამა, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
  2. უმცროსი ოფიცრის შესაბამისი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
  3. ოფიცრის შესაბამისი კურსი, სტუდენტად ყოფნის პერიოდში, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
  4. ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
  5. ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით, და რომელსაც აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება (გარდა უმაღლესი ოფიცრისა) ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:

  • გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის განსაზღვრული მინიმალური ვადა;
  • სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.

სამხედრო მოსამსახურეს უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი; პოლკოვნიკის სამხედრო წოდებას, ლეიტენანტის სამხედრო წოდებას (საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხული უმაღლესი განათლების მქონე პირი, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), ვადამდე სამხედრო წოდებას (გარდა უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის) და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით სამხედრო წოდება ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სხვა შემთხვევაში სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი;

სპეციალური წოდების მქონე პირები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.

მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი მინიმალური ვადები:

  • რიგითიდან I კლასის რიგითამდე – 1 წელი;
  • I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე – 2 წელი;
  • კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან უმცროს სერჟანტამდე – 2 წელი;
  • უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე – 2 წელი;
  • სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე – 3 წელი;
  • უფროსი სერჟანტიდან მასტერ სერჟანტამდე – 5 წელი;
  • მასტერ სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე – 5 წელი;
  • ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;
  • უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე – 3 წელი;
  • კაპიტნიდან მაიორამდე – 3 წელი;
  • მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე – 4 წელი;
  • ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე – 5 წელი.

უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. ამ წოდების მინიჭება მოხდება თუ სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება. არმიის გენერლის სამხედრო წოდების მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.

მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი სამხედრო სამსახურის გავლის მინიმალური ვადებისგან განსხვავებით დგინდება, რომ:

  • სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის შეიძლება ვადამდე მიენიჭოს;
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით შეიძლება მიენიჭოს უფრო მაღალი სამხედრო წოდება (მათ შორის, საფეხურის გამოტოვებით) იმ თანამდებობის მიხედვით, რომელზედაც იგი დაინიშნება საერთაშორისო მისიაში. წოდების დროებით მინიჭებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

სამხედრო წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა

რედაქტირება

სამხედრო მოსამსახურეს,აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ. ნასამართლობის მოხსნის (გაბათილების) ან რეაბილიტაციის შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სამხედრო წოდება, მათი სურვილისამებრ, უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა,რომელსაც აქვს ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება.

სამხედრო მოსამსახურე შეიძლება სამხედრო წოდებით ერთი საფეხურით ჩამოაქვეითონ ან აღადგინონ წინანდელ სამხედრო წოდებაში საერთო საჯარისო წესდებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განაზღვრული წესით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება