საქართველოს პრეზიდენტის დროშა
საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტი ან საქართველოს პრეზიდენტის დროშა — საქართველოს პრეზიდენტის სიმბოლო.
საქართველოს პრეზიდენტის დროშა | |
---|---|
საქართველოს პრეზიდენტი | |
მიღებულია | 2020 წლის 30 ივლისი |
პროპორცია | 1:1 |
კომპიუტერული დიზაინი |
საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.[1] |
საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.[1]
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა 2020 წლის 30 ივლისს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.[2]
საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.[2]
საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი.[2]
გალერეა
რედაქტირება-
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი
-
საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტი, რომელსაც იყენებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 191 — საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის საიტი. president.gov.ge (30 ივლისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-03. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.
- ↑ 2.0 2.1 2.2 პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება გამოსცა. საქართველოს პრეზიდენტის საიტი. president.gov.ge (31 ივლისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2020.