საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, დაარსებულია ლევან ჩაგანავას და ლაშა კინწურაშვილის მიერ. კავშირი რეგისტრაციაშია 2010 წლის 1 მარტიდან. კავშირი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. ამყარებს სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. კავშირის წევრები არიან: ლევან ჩაგანავა (დამფუძნებელი), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე მაჭავარიანი, მხატვარი ოთარ მეგრელიძე, ქეთევან ქავაზაური, დავით მაისურაძე და სხვები. კავშირის წევრები მუშაობენ ხელნაწერ წიგნებზე, მინიატიურებსა და სხვა მხატვრულსა და კალიგრაფიულ ნამუშევრებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს მხატვარ–კალიგრაფთა კავშირის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-10-19 საიტზე Wayback Machine.