საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო

საარჩევნო სუბიექტი

საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო — საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-6 ნომრად იღებდა მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტმა საარჩევნო კომისიას ქართულ და რუსულ ენაზე შედგენილი 5 კაციანი საკანდიდატო სია წარუდგინა. საარჩევნო სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.

საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
ისტორია
დაფუძნდა 1919
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

ლიტერატურა რედაქტირება

  • პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 50.