საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი

საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი (სესსუ) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება თბილისში, სხვადასხვა ფორმით არსებობდა 1965–2010 წლებში.

შეიქმნა 1965 წელს, როგორც მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს ეწოდებოდა: ლვოვის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტის თბილისის ფაკულტეტი, მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ცენტრალური კავშირის თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტი (1995 წლიდან), ცეკავშირის თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტი (2000 წლიდან), საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი (2006 წლიდან), საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი (სესსუ, 2009 წლიდან). 2009 წლისთვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, ჯანდაცვის და ჰუმანიტარული ფაკულტეტები. 2010 წელს სესსუ-მ არსებობა შეწყვიტა (უფლებამონაცვლედ განისაზღვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1]).

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები, 2010. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 24 დეკემბერი 2010.