საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის საბჭო

თავდაცვის საბჭოსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1920 წლის 27 აპრილის, მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიას საბჭოთა რუსეთის ჯარები მოადგნენ, შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო დაარსდა „რესპუბლიკის თავდაცვის საბჭო“. საბჭოს დაარსების მიზანი იყო სამხედრო ზომების ერთიანი სახით ცხოვრებაში დაუყოვნებლივ გატარების უზრუნველყოფა. საბჭოს დებულების თანახმად, მისი მიზანი იყო, შეიარაღებულ ძალთა და საშუალებათა გასაძლიერებლად საერთო ზომების შემუშავება, სამხედრო თავდაცვის საფუძველთა დადგენა და საომარი გეგმის დამტკიცება. საბჭოს თავმჯდომარეობდა მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო წევრები იყვნენ სამხედრო მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯარის სარდალი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე და კიდევ ერთი გამოცდილი სამხედრო პირი. საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა თავმჯდომარის ხმას. აპრილში შექმნილი საბჭო აგვისტოს ბოლოს დაიშალა, მაგრამ იმავე წლის 11 ნოემბერიდან აღდგა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ფუნქციონირებდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 176.