საფერავი ქართლისქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთ, იშვიათად სამნაკვთიანი, საშუალ-ოდ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ფრთიანი, მკვრივი. ფრთა საკმაო სიგრძისაა. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო. მარცვ-ლის ბოლო მომრგვალებულია ან შებრტყელებული. მარცვალი შავია, ძლიერი ცვილისებრი ნაფიფქის გამო მუქი-ლურჯი შეფერვა ეძლევა. კანი თხელია, საშუალო სიმკვრივის. რბილობი ხორციან-წვნიანია, წვენი მეუფერავი ან ძალიან ღია შეფერილობის. გემო სასიამოვნო აქვს, ხილის არომატით.

ქართლის საფერავის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 177 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.7 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21%, ხოლო მჟავიანობა — 6-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ჰარმონიული და რბილი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 345