საფერავი მეჯვრისხევის

საფერავი მეჯვრისხევის — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჯიშის სახელწოდება უკავშირდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი. კუმსია ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეფერილი. გემო — სასიამოვნო, ხილის არომატით.

საფერავი მე^ვრისსევის საშუალო ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა, სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 144 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.6 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.8 გ/ლ-ს.

მიიღება სუსტი შეფერილობის სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 341