საფარულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი სამნაკვთიანია, გვხვდება ხუთნაკვთიანიც. დიდი ზომისაა. ფოთლის ქვედა მხარეს მთავარი ძარღვების გასწვრივ გასდევს ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია მწვანე, სქელკანიანი და კნატუნა. წვენი მომწვანოა, სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემოთი.

საფარულის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის.

ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. ერთი ძირი მაღლარი 10-15 კგ/ყურძენს იმლევა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 11.1 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 333