საულოხთიყაუს პირველი კოშკი

საულოხთიყაუს პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ საულოხთიყაუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. ჩრდილოეთი კედელი შემორჩენილია ექვსი სართულის დონეზე. დანარჩენი კედლები მთლიანად დანგრეულია. აქა-იქ შეინიშნება დუღაბის კვალი. პირველი სართული ამოვსებულია ჩამოცვენილი ქვით. ყველა სართულზე დატანილია სათოფურები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004