ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კონ სატოში (今敏, დ. კუშირო, იაპონია (12 ოქტომბერი, 1963 - 24 აგვისტო, 2010) — იაპონელი კინორეჟისორი, ავტორი ანიმეს ფილმების "სრულყოფილი ლურჯი" (Perfect Blue, 1997), "ათასწლეულის მსახიობი ქალი" (Millennium Actress, 2001), "ტოკიოს ნათლიმამები" (Tokyo Godfathers, 2003) და "პაპრიკა" (Paprika, 2006). მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური კომპლექსურობა და გმირებისა და გარემოს ზედმიწევნით რეალისტური დიზაინი.

კონ სატოში

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონი თავდაპირველად მუსაშინოს ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა მხატვრობის განხრით. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ ოტომო კაცუჰიროსთან მუშაობდა მანგაზე "მსოფლიო საბინაო ძრწოლა". ანიმეს პროფესიას სცენური დეკორატორის სახით იწყებს ოტომოს სცენარით დადგმულ ფილმზე "რუძინ Z" (1991). ამგვარად კონის ადრეულ ნამუშევრებზე ოტომოს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.

ოშიისთან მცირეხნიან მანგას სერიაზე "სერაფიმი: 266613336 ფრთა" თანამშრომლობის შემდეგ, კონი უკვე თავად წერს სცენარს მორიმოტო კოძისა და ძოძოს სათავგადასავლო ნამუშევრებისთვის. მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით "სრულყოფილი ლურჯი" (Perfect Blue, 1997), ჰიჩკოკის სტილის საიდუმლო მკვლელობის ისტორია. მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნამუშევარია "პარანოიკი აგენტი" (Paranoia Agent, 2004), სატელევიზიო სერია ფილმებისა, სადაც ავტორი იკვლევს ადამიანის ფსიქოლოგიასა და არქეტიპებს თანამედროვე იაპონური პოპულარული კულტურის კონტექსტში, პირადი და კულტურული თვითმყოფადობის საკითხების პარალელურად. მისი სხვა ნამუშევრების მსგავსად "პარანოიას აგენტში" ძლიერი ქვეტექსტია ომისშემდგომი იაპონური კულტურის სოციალური კომენტარით. ამავე თემის გავლენით შექმნილი მისი ბოლო ნამუშევრის "პაპრიკა" პრემიერა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე 2006 წლის ოქტომბერს შედგა, ფართო ეკრანებზე კი 2007 წელს გამოვა.

კონის ნამუშევრებში ზღვარი ფანტაზიასა და რეალობასთან ხშირად ბუნდოვანია, და მისი ფილმების მთავარი თემები როგორც წესი სცილდება ტრადიციული ანიმეს ფარგლებს. ფილმში "ტოკიოს ნათლიმამები" (2003) კონი აღწერს ქალაქური მიუსაფრობის თემას, რაც იშვიათად ჩნდება იაპონურ მძაფრ სიუჟეტიან ფილმებში.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სატოში_კონი“-დან