სატოპელა, სათოფელა― მდინარე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. სატოპელა უერთდება მდინარე ჯრუჭულას სოფელ ზედუბნის ქვემოთ, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. სიგრძე 14 კმ.

სატოპელას უერთდება რამდენიმე მცირე მდინარე და ღელე, მათ შორის აღსანიშნავია მდინარეები მუხრანი და ვანციხა.

სატოპელას შესართავის გასწვრივ ჯრუჭულას ხეობის მარჯვენა ფერდობი ძლიერ არის დანაწევრებული დიაგონალური მშრალი ხევებით. მარცხენა ფერდობი კი დამეწყრილ ქარაფს წარმოადგენს. ფერდობის თხემები საკმაოდ მოკლებულია ბუნებრივ მცენარეულობას. სატოპელას შესართავიდან 200-250 მეტრით ქვემოთ ჯრუჭულას უერთდება მდინარე ციხისწყალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვანცა ზაქარეიშვილი, ზემო იმერეთის ბუნებრივ-ანთროპოლოგიური ლანდშაფტის დაცვა, თსუ, 2014
  • მარი აბრამიშვილი, იმერეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების როლი ტურიზმის განვითარებაში, თსუ, 2016