სატობავის მღვიმე
მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში
სატობავის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. სატობავის მღვიმეთა კომპლექსი შედგება 3 ოვალური სათავისისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შესასვლელთან არსებული ტერასული საფეხურით. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. ჰავა სტატიურია.
სატობავის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
მღვიმე ისტორიული მნიშვნელობისაა. მასში აღმოჩენილია ქვევრები, სასაფლაო (ადამიანთა ძვლები, ხელოვნური წყალსაცავი და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966