სატისი — წმინდა წყლის ქალღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, აქვს ანტილოპის რქები, რომელზედაც თეთრი გვირგვინი ადგას. ხნუმის ცოლია და ანუკეტთან ერთად ქმნიან ნილოსის წყალთა მომშვებ „ნოტიო სამებას“; ამ სამების საკულტო ცენტრი იყო ელეფანტინა, ჩანჩქერებთან. ბერძნებმა ჰერას დაამსგავსეს (ელეფანტინელი ჰერა).

სატისი, ლუვრის მუზეუმში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.