ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სატაი (ინდონეზიურად და მალაიურად სატე) — სამხრეთ- აზიური კერძი. ის სეზონურ შემწვარი ხორცის სახეობას წარმოადგენს, რომელსაც სოუსთან ერთად მიირთმევენ. სატაი შეიძლება შედგებოდეს დაჭრილი ქათმის, ცხვრის, საქონლის, ღორის და თევზის ხორცისაგან. ასევე შესაძლებელია შეიცავდეს ტოფუს. ხორცს ხშირად ბამბუკის ჯოხებზე აცვამენ, სოფელში მცხოვრები ხალხი კი უპირატესობას ქოქოსის პალმის შუაგულს ანიჭებს. კერძი მწვადს წარმოადგენს, რომელიც ხეზე ან ნახშირზეა შემწვარი, რომელსაც სხვადასხვა სახის სანელებლები აქვს დამატებული. სატაის სხვადასხვა სახის სოუსებთან ერთად მიირთმევენ, განსაკუთრებით პოპულარულია სოიასა და არაქისის სოუსების კომბინაცია. [1] მიწისთხილის სოუსს ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც სატაის სოუსს.[2] კერძი პოპულარული ქუჩაში დამზადებული საჭმელია. კერძის ნახვა შესაძლებელია, ჩვეულებრივ სასაუზმოებში, მაღალი კლასის რესტორნებში. სატაი განსაკუთრებით პოპულარულია დღესასწაულების დროს.

სატაი
სატაის მომზადების პროცესი მალაიზიაში

წარმოშობა და ისტორია

რედაქტირება

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით ინგლისური ტერმინი სატაი, მალაიური ტერმინიდან [3] მომდინარეობს. ის ინდონეზიურად სატეა, რომელიც თავის მხრივ, ტამილური ენიდან შევიდა. ის ,,უძვლო ხორს" ნიშნავს.[4] ინგლისურ ენაში ეს ტერმინი პირველად 1917 წელსაა გამოყენებული. სატაი ჯავანელმა ქუჩაში მომუშავე პირებმა შექმნეს ინდური ქაბაბის ინტერპრეტაციით.[5] [6] სატაი მეტძილად თხისა და ცხვრის ხორცისგან მზადდება, რაზეს ინდოელმა და არაბმა ვაჭრებმა მოახდინეს გავლენა, რომლებიც კერძის გავრცელების არეალში მე-18 საუკუნეში სახლობდნენ. [7]

ჯავადან სატაი მალაის არქიპელაგზე გავრცელდა, მე-19 საუკუნის მიწურულს - კი მალაკას სრუტე გადალახა და მეზობელ მალაიზიაში, სინგაპურსა და ტაილანდში გავრცელდა. მე-19 საუკუნეში მალაიელი მიგრანტების წყალობით კერძი ჰოლანდიურ აღმოსავლეთ ინდოეთიდან სამხრეთ აფრიკამდე გავრცელდა. მისი სახელწოდება დამახინჯდა სოსატიე გახდა. ინდონეზიაში მცხოვრებმა ნიდერლანდმა ხალხმა ეს კერძი ნიდერლანდში წაიღო, ისევე როგორც მრავალი ინდონეზიური სამზარეულოს ნიმუში.[8]

მომზადება

რედაქტირება
 
გრილზე შემწვარი სატაი ცენტრალურ ჯავაში

სატაი სხვადასხვა ხორცის სახელობისგან შეიძლება დამზადდეს. ჩვეულებრივ გამოყენებულ ხორცში შედის ქათმის ხორცი , თხის ხორცი, ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი და კურდღლის ხორცი. ასევე მზადდება ზღვის პროდუქტებისგანაც, როგორიცაა თევზი, კრევეტები და კალმარები.[9] შეიძლება მომზადდეს სხვადასხვა ცხოველის ღვიძლის, ნაწლავებისა და კუჭისაგან. არსებობს კერძის მეტად ეგზოტიკური ვარიანტებიც, რომელის შეიცავს კუს, ნიანგის, ცხენის, ხვლიკისა და გველის ხორცს. დღესასწაულებისთვის დიდი დატვირთვა აქვს ქათმის ხორცს. თხისა და საქონლის ხორცის სატაი პატარა ზომებად დაჭრილი კუბიკის ფორმის ხორცისგან მზადდება. რეცეპტები, როგორიცაა პონოროგო ქათმის ფილესგან მზადდება, რომელიც მოგრძო, თითის ფორმისაა. ამ სახის სატაი ერთ შამფურზე მხოლოდ ერთ ნაჭერ ხორცს მოიცავს.

 
შამფურებზე აცმული სატაი

ქათმის სატაისთვის განკუთვნილი შამფურები ტრადიციულად მზადდება ლიდისგან, ქოქოსის პალმის შუაგულისაგან. მეტად მყარი ხორცისთვის, როგორიცაა საქონლის, ცხვრისა და თხის ხორცი, ბამბუკის სქელი შამფურები გამოიყენება. შამფურებს თავდაპირველად წყალში ჟღინთავენ, რომ მათი დაწვა თავიდან აირიდონ. თითოეულ შამფურზე, როგორც წესი, ოთხი ცალი ხორცი ეცმევა, გამონაკლის შემთხვევებში სამი ცალი. ხორცს ტურმერიკის მარინდაში დებენ, რათა სპეციალური, მისთვის დამახასიათებელი ფერი შეიძინოს. კიდევ ერთი პოპულარული მარინადია ტკბილი სოიას სოუსი, რომელიც შერეულია ქოქოსის ზეთთან ან პალმის მარგარინთან. შამფურზე დაჭრილი ხორცი სუნელდება, მარინადდება და შემდეგ იწვება ნაკვერჩხალზე.

  1. Marx, Pamela (1996). The Travel-the-world Cookbook. Good Year Books. p. 30. ISBN 9780673362544. indonesian satay peanut sauce.
  2. "Peanut butter and satay sauce – recipe". The Guardian.
  3. "satay, n." Oxford English Dictionary.
  4. "satay, n." Oxford English Dictionary. Archived from the original on 7 June 2020. Retrieved 19 January 2020.
  5. Alan, Davidson (2006). The Oxford Companion to Food (2nd ed.). Oxford: OUP. ISBN 9780191018251. OCLC 862049879.
  6. Bruce Kraig; Colleen Taylor Sen (2013). Street Food Around the World: An Encyclopedia of Food and Culture. ABC-CLIO. p. 183. ISBN 9781598849554.
  7. Christina Andhika Setyanti (30 August 2016). "Sepotong Sejarah Autentik Indonesia dalam Semangkuk Tongseng" (in Indonesian). CNN.
  8. Engelbrecht, Karin. "A Look at Culinary Influences on the Dutch Kitchen – How Other Cuisines Influenced the Dutch Kitchen Throughout History". About Food.
  9. admin (11 December 2013). "What is Satay Food and Its Origin". Satay Ria. Archived from the original on 7 June 2020. Retrieved 7 June 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სატაი“-დან