სასუფრე თეთრი
სასუფრე თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ჯიშის სახელწოდება მისი ყურძნის სამეურნეო მიმართულებაზე მიუთითებს. ერთეული ვაზებია ძირითადად მცხეთის ვენახებში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ელფერით, რბილობი წვნიანია.
სასუფრე თეთრი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 138-142 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.7 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 332