სარჟისკო-კამიენა (პოლ. Skarżysko-Kamienna) – ქალაქი ცენტრალურ პოლონეთში, შედის სვიეტოკშის სავოევოდოში. 1928 წლიდან ქალაქს მხოლოდ კამიენა ერქვა, მდინარე კამიენას მიხედვით, რომელიც მოედინება ქალაქში და არის მდინარე ვისლას შენაკადი. ქალაქის ფართობი 64,39 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 48 580 მცხ (2011). სარჟისკო-კამიენაში არის რკინიგზის სადგური, სალოკომოტივო დეპო და სამხედრო და სამოქალაქო მოწყობილობების საწარმო „Mesko“.
- Ludność w gminach. Stan w dniu 31 marca 2011 r. - wyniki spisu ludności i mieszkań 2011 r