სარმატოვის ბაღი (რუს. Сад Сарматовой) —კულტურული დასვენების ადგილი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ბაღი გაიხსნა XX საუკუნის პირველი მეოთხედში. პარკის დამაარსებელი იყო მადამ ა. ს. სარმატოვა[1]. მისი ტერიტორია მდებარეობს იტალიის შესახვევში[2].

სარმატოვის ბაღი
რუს. Сад Сарматовой
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
გახსნის თარიღი XX საუკუნის პირველი მეოთხედი

ბერძნების ქუჩის კუთხის სახლში, რომელიც მდებარეობდა იტალიის შესახვევში ნომერ 3-ში, მდებარეობდა საზაფხულო ბაღი, ქალაქის მოსახლეობის კულტურული დასვენების ადგილი. იგი დააარსა XX საუკუნის პირველ ნახევარში ყოფილმა მოცეკვავემ და მომღერალმა ა. სარმატოვამ. ლენინის ქუჩაზე დაყენებული იყო მანიშნებელი დაფა წარწერით „სარმატოვის ბაღი“.

თავდაპირველად მადამ სარმატოვამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გახსნა მინიატურების თეატრი. იგი მდებარეობდა მცირე მოედანზე, რომელიც ორი ტერასისაგან შედგებოდა. ზაფხულის სახლში სარმატოვა ხშირად აწყობდა საესტრადო ნომრებს, რომლებსაც ესწრებოდნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, ადგილობრივი ოფიცრები და იურისტები. აქვე მუშაბდა რესტორანი „Буфф“.

სამოქალაქო ომის პერიოდში ბაღი არ მუშაობდა, შემდეგ კვლავ აღდგა მუშაობა. სარმატოვის ბაღი გადავიდა სახალხო განათლების კომიტეტის დაქვემდებარებაში, შემდეგ მას ხელმძღვანელობდა სამხატვრო სექცია და საზაფხულო ბაღი გახდა ტაგანროგის დრამატული თეატრის ფილიალი. საბჭოთა პერიოდში აქ გამოდიოდნენ: კლავდია შულჟენკო, ვლადიმირ კორალი, იზაბელა იურევა, იაკობ სკომაროვსკის საესტრადო ორკესტრი.

1930-იან წლებში სარმატოვის ბაღში ესტრადა იმართებოდა ზემო ტერასაზე. ამჟამად სარმატოვის ბაღის ადგილზე აგებულია პედაგოგიური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი. ქვემო ტერასაზე განთავსებული იყო კაფე, რესტორანი და შადრევანი[1][3].

  1. 1.0 1.1 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  2. О. П. Гаврюшин. Гуляет старый Таганрог
  3. Дом 1. Итальянский переулок. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-11.