სარიტათის პირველი კოშკი

სარიტათის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ სარიტათაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკი დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე ორი სართულის დონეზე. ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე.

კოშკის ირგვლივ მიწის დონე აწეულია. ინტერიერში ყრია ჩამონაშალი ქვა და მიწა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004