სარიევების სახლი
სარიევების სახლი (რუს. Дом Сариевых) — XX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი, სავაჭრო სახლი დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე. სახლი აშენდა 1902 წელს მოდერნის სტილში ა. ნიდერმეიერის პროექტის მიხედვით. მისი მფლობელები იყვნენ დები ოლღა დ ელენა სარიევები. სახლის მეორე სახელწოდებაა ემელიანოვის სახლი.
სარიევების სახლი რუს. Дом Сариевых | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ა. ნიდერმეიერი |
ტიპი | მოდერნი |
გახსნის თარიღი | 1902 |
მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 94.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი, სარიევების სახლი აგებულია გვიანდელი მოდერნის სტილში, რომელიც გამოირჩევა ქალაქის სტილისაგან ქვაში გამოსახული თაბაშირის დეტალებით. ფასადის გრანიტის რუსტირება და ცოკოლის სქელი ფენა მის ქვემოთ, პირველი სართულის ფანჯრების დეკორაციული ღიობები. სარიევების სახლის ერთ-ერთი განსაკუთრებულად განსხვავებულ თვისებას წარმოადგენს ის, რომ მასში იყო რეალიზებული პროგრესული კომბინირებული კონსტრუქციული სქემა, რომელიც გავრცელდა XX საუკუნის დასაწყისში.
დიდი ხნის განმავლობაში დები სარიევების სახლში, პირველ სართულზე განთავსებული იყო მაქსიმ გორკის სახელობის ბიბლიოთეკა, ხოლო ზედა სართულები გაქირავებული იყო საცხოვრებელ ბინებად. წლების განმავლობაში სახლის ფართი სხვადასხვა დაწესებულებებზე იყო გაქირავებული, მაგრამ, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო კაფე „Шоколадница“. სწორედ ამ სახელით (Шоколадница) იყო ცნობილი დონის როსტოვში დები სარიევების სახლი[1].
ამჟამად დები სარიევების სავაჭრო სახლი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება: სახლის ფასადზე გაჩნდა მრავალრიცხოვანი ბზარები, გაქრა ისტორიული ჭედურობა, მოტეხილი და ჩამოვარდნილია ფასადის მარმარილოს მდიდრული გაფორმება[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Админ. Доходный дом О. и Е.Сариевых.. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
- ↑ В Ростове огородили дом Сариевых на Садовой — пешеходам приходится идти по проезжей части. www.donnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-11. ციტირების თარიღი: 2017-01-10.