სარდიონ თევზაძე (დ. 1882, წიაღუბანი, ქუთაისის მაზრა — გ. 30 აგვისტო, 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარდიონ თევზაძე
დაბ. თარიღი 1882
დაბ. ადგილი წიაღუბანი
გარდ. თარიღი 30 აგვისტო, 1924(1924-08-30)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სარდიონ თევზაძე დაიბადა 1882 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ წიაღუბანში.

1898 წლიდან ეწეოდა მიწათმოქმედებას, იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1904 წლიდან; 1907–1908 წლებში იყო პარტიის ტფილისის ერთ-ერთი რაიონის კომიტეტის წევრი. 1908 წელს დააპატიმრეს ტრამვაიში მუშაობის დროს თბილისში; ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ გაასახლეს თბილისის გუბერნიის საზღვრებიდან, სამხედრო წესების მოხსნამდე. 1911 წელს კვლავ დააპატიმრეს და მეფისნაცვლის განკარგულებით კავკასიის საზღვრებიდან გაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტფილისის კომიტეტის წევრი. 1921 წელს ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში. 1924 წლის 10 ივნისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკამ) დაკავების ორდერი გასცა, კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდების გამო. 1924 წლის 28 აგვისტოს, ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 247, თბ., 2016