სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრი
სარატოვის ნ. ჩერნიშევსკის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა 1933 წელს. საოპერო ანტრეპრიზები სარატოვში არსებობდა 1875 წლიდან. 1918-1920 წლებში მუშაობდა საოპერო კოლექტივი - ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სარატოვის ოპერა, 1928-1933 წლებში - საოპერო-საბალეტო დასი. რეპერტუარში ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიო და რუსული კლასიკა. 1970-იან წლებში თეატრის დასში იყვნენ მომღერლები: რსფსრ სახალხო არტისტები ო. ბარდინა, გ. სტანისლავოვა, ი. პოპოვი, რსფსრ დამსახურებული არტიისტები ა. რუდესი, ა. საბადაშევი, ბაშკირეთის დამსახურებული არტისტი ნ. ბრიატკო, ბალეტის სოლისტები ნ. ბესჩოტნოვა, ტ. კამიშნიკოვა, ს. კუბასოვა, ნ. ტროფიმოვა, გ. ალბერტი, მ. ბეზზუბიკოვი, და სხვა. 1962 წელს თეატრი გადავიდა ახალ შენობაში (მაყურებელთა დარბაზი 1200 კაცს იტევს).