სან სევეროს კაპელა
სანსევეროს კაპელა (ცნობილი ასევე, როგორც სანსევერო დე სანგროს კაპელა ან პიეტატელა) — სამლოცველო, რომელიც მდებარეობს ფრანჩესკო დე სანგრის ქუჩა N 19-ში, იტალიის ქალაქ ნეაპოლის ისტორიულ ცენტრში, სან დომენიკო მაჯორეს ეკლესიის ჩრდილო – დასავლეთით. სამლოცველო, უფრო სწორად, სანტა მარია დელა პიეტას სამლოცველო შეიცავს როკოკოს ეპოქის, მე-18 საუკუნის ზოგიერთი დიდი იტალიელი მხატვრის ხელოვნების ნამუშევრებს [1]
სან სევეროს კაპელა | |
სამლოცველოს შესასვლელი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | კათოლიციზმი |
ქვეყანა | იტალია |
ადგილმდებარეობა | ნეაპოლი |
კურთხევის წელი | 1590 |
სასულიერო სტატუსი | კაპელა |
ფუნქციური სტატუსი | მუზეუმი |
საიტი | https://www.museosansevero.it/
|
ისტორია
რედაქტირებაიგი თარიღდება 1590 წლით. იგი ჯონ ფრანჩესკო დი'სანგრო ტორემაჯორეს ჰერცოგის, მძიმე ავადმყოფობიდან გამოჯანმრთელების შემდეგ აშენდა. ეს იყო კერძო სამლოცველო, რომელიც მაშინ, მოიცავდა სანსევეროს ახლომდებარე ბაღებს, ასევე, მმართველთა ოჯახის რეზიდენციის ბაღებს, სანსევეროს მოედნებს. მოგვინებით, შენობა გადაკეთდა კერძო საოჯახო სამარხად ალესანდრო დი სანგროს მიერ 1613 წელს. ამას გვამცნობს წარწერა, რომელიც მდებარეობს სამლოცველოში შესასვლელთან, მარმარილოს პლატზე. სამლოცველოს განმსაზღვრელი ფორმა მიენიჭა რაიმონდო დი სანგროს, სანსევეროს პრინცის მიერ. რეკონსტრუქციისას შენობას დაუმატეს მასონური სიმბოლოები და ასე ნელ-ნელა მიიღო მან თანამედროვე სახე. [2] 1888 წლამდე სანსევეროს სასახლე გადასასვლელი გზით უკავშირდებოდა სამლოცველოს.
სამლოცველომ ალტერნატიული სახელი “პიეტატელა” მიიღო ღვთისმშობლის (La Pietà) ნახატიდან, რომელიც იქ აღმოაჩინა უსამართლოდ დაპატიმრებულმა პატიმარმა. ეს ფაქტი დაფიქსირებულია წიგნში "Napoli Sacra"- "ნეაპოლის საიდუმლოებანი", ჩეზარე დე'ენჯენიო კარაციოლოს მიერ 1623 წელს. როდესაც სამლოცველო აშენდა, თავიდანვე მიეძღვნა სანტა მარია დელა პიეტას. [1]
ხელოვნების ნიმუშები
რედაქტირებასამლოცველოში წარმოდგენილია ხელოვნების თითქმის ოცდაათი ნამუშევარი, რომელთა შორისაა სამი განსაკუთრებული ქანდაკება. ეს მარმარილოს ქანდაკებები როკოკოს პერიოდისაა და სიმბოლიზირდება, როგორც სიყვარული. გამჭვირვალე ფარდების და მეთევზეების გამოსახვა შესანიშნავი მხატვრული მიღწევაა.
- “დაფარული ქრისტე” (რომელსაც ასევე უწოდებენ მოკრძალებას ან სისასტიკეს) შესრულდა ანტონიო კორადინის მიერ 1752 წელს, როგორც საფლავის ძეგლი, რომელიც ეძღვნებოდა სესილია გაეტანი დელ'აქვილა დ'არაგონას, რაიმონდოს დედას.
- 1753 წელს ჯუზეპე სანმარტინოს მიერ შექმნილი "დაფარული ქრისტე" გვიჩვენებს ვუალიზირებული მოკრძალებულობის გავლენას.
- 1753-54 წლებში გენუელი ფრანჩესკო ქუეროლოს მიერ შექმნილი მონუმენტი ტყუილისაგან განთავისუფლება", მომავალში რაიმონდოს მამის ძეგლად გადაიქცა.
-
ანტონიო კორადინი, „მოკრძალება“ (1752)
-
ჯუზეპე სანმარტინი, „დაფარული ქრისტე“ (1753)
-
ფრანჩესკო ქუეროლო მოტყუება (1753–54)
ჭერი, სამოთხის დიდება, მოხატული იქნა ფრანჩესკო მარია რუსოს მიერ 1749 წელს. თავდაპირველი იატაკი (დღეისათვის არსებული იატაკის უმეტესობა, 1901 წლით თარიღდება) შავი და თეთრი ფერების იყო (როგორც ამბობენ, ის გამოსახავდა სიკეთისა და ბოროტების სიმბოლოს), ლაბირინთის დიზაინში მასონური სიმბოლოა "ინიციატივისთვის". [1]
სარდაფში არის რომაელი მხატვრის ჯუზეპე პესკეს ნახატი, მადონა კონ ბამბინო, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 1750 წლით. იგი მოხატულია რაიმონდო დი სანგრის მიერ გამოგონილი ცვილის საღებავებით. პრინცმა ეს ნახატი წარუდგინა თავის მეგობარს ჩარლზ ბურბონს, ნეაპოლის მეფეს. [1]
ნამუშევრების სია
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია ხელოვნების ნიმუშების ჩამონათვალი სამლოცველოში ავტორებთან ერთად, რომელიც თანდართულ გრაფიკზე დანომრილია.
- „ჩეკო დე'სანგროს მონუმენტი“ ფრანჩესკო ცელებრანო;
- „ჯოვანი ფრანჩესკო პაოლო დე სანგროს ძეგლი“. ანტონიო კორადინი.
- „ილ დეკორო“, ანტონიო კორადინი;
- „პაოლო დე'სანგროს ძეგლი“, ბერნარდინო ლანდინი - ჯულიო მენცაგლია;
- „თავისუფლება“, ფრანჩესკო ქუეროლო;
- „ჯოვანი ფრანჩესკოს პაოლო დე'სანგროს მონუმენტი“, ჯაკომო ლაზარი;
- „რელიგიური გულმოდგინება“. ფორტუნატო ონელი.
- „რაიმონდო დე სანგროს მხატვრობა“, კარლო ამალფი.
- „ოჯახური უღლის სიტკბოება“, პაოლო პერსიკო;
- „საკურთხეველი წმინდა როზალიასკენ“, ფრანჩესკო ქუეროლო;
- „ფარული ჭეშმარიტება“ („მოკრძალება“), ანტონიო კორადინი;
- „ალესანდრო დე'სანგროს ძეგლი“. უცნობი მხატვარი, მე-18 საუკუნე;
- „ანგელოზი“, პაოლო პერსიკო;
- „საკურთხეველი“, ფრანჩესკო ცელებრანო „და ლა პიეტა“ (უცნობი მხატვრის ნახატი, მე -17 საუკუნე);
- „ანგელოზი“, პაოლო პერსიკო;
- „კორეტო“ (მცირე გუნდი );
- “ტყუილისაგან გათავისუფლება”, ფრანჩესკო ქუეროლო;
- “საკურთხეველი წმინდა ოდორისიოს საკურთხეველი.” ფრანჩესკო ქუეროლო
- “გულწრფელობა”. ფრანჩესკო ქუეროლო.
- “რაიმონდო დე სანგროს მონუმენტი.” ფრანჩესკო მარია რუსო.
- სარდაფი ანატომიური მოდელებითა და ჯუზეპე პესკეს ნახატებით;
- “საკუთარი სამფლობელო”, ფრანჩესკო სელებრანო;
- “პაოლო დე სანგროს ძეგლი”, ანტონიო კორადინი ;
- „განათლება“, ფრანჩესკო ქუეროლო;
- “პაოლო დე'სანგროს ძეგლი,” ჯორჯო მარმორანი და ჯაკომო ლაზარი.
- “ღვთაებრივი სიყვარული”, XIX საუკუნის უცნობი მხატვარი;
- “ჯოვანი ფრანჩესკო დე სანგროს მონუმენტი.” ფრანჩესკო ცელებრანო.
- “დაფარული ქრისტე,” ჯუზეპე სანმარტინო .
ანატომიური ექსპონატები
რედაქტირებასამლოცველოში ასევე არის ორი ადრეული მაგალითი იმისა, თუ რას ფიქრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში პლასტინაციაზე (ანატომიური პრეპარატებით ბალზამირებისა და კონსერვაციის მეთოდი). ფიქრობდნენ, რომ ეს "ანატომიური აპარატები" წარმოადგენდა "ადამიანის მეტალიზაციის" პროცესის მაგალითებს, რომელიც ანატომ ჯუზეპე სალერნოს მიერ იქნა განხორციელებული დაახლოებით 1760 წელს. გამოფენა შედგება ხანში შესული მამაკაცის და ორსული ქალისაგან. მათი ჩონჩხებში მოთავსებულია გამკვრივებული არტერიები და ვენები, რომლებიც შესაბამისად შეფერილია წითლად და ლურჯად. ადრე ისტორიკოსები ფიქრობდნენ, რომ გვამების შექმნა შესაძლებელი იყო გამკვრივებული ნივთიერებების პირდაპირ ცოცხალი საგნების ვენებში ინექციით. [3] ამასთან, ბოლოდროინდელი ანალიზი არ აჩვენებს ინექციასთან დაკავშირებული ტექნიკის შესახებ. "სისხლძარღვების" ანალიზზე მიუთითებენ, რომ ისინი აგებულია ფუტკრის ცვილის, რკინის მავთულის და აბრეშუმისგან. [4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Macci, Fazio (2006). Museo Cappella Sansevero (Italian). Naples: Museo Cappella Sansevero. ISBN 88-88247-33-5.
- ↑ Legler, Rolf (1990). Der Golf von Neapel (German). Cologne: DuMont Buchverlag. ISBN 3-7701-2254-2.
- ↑ Lucia Dacome. The anatomical machines of the Prince of Sansevero. University College London (UCL) (August 23, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-14. ციტირების თარიღი: 2008-08-05.
- ↑ The Anatomical Machines of the Prince of Sansevero. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-08. ციტირების თარიღი: 2009-05-17.