სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი (ჩრდილოეთი ქვემო კალიფორნია)

სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი (ესპ. Municipio de San Felipe) ― მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ქვემო კალიფორნიის შტატში, მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შეიქმნა 2022 წლის 1-ელ იანვარს.[1] მდებარეობს შტატის დედაქალაქ მეხიკალიდან 190 კმ-ით სამხრეთით. მუნიციპალიტეტი კალიფორნიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გაშლილი. ჩრდილოეთიდან მეხიკალის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთიდან ― ენსენადის მუნიციპალიტეტი, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ― სან-კინტინის მუნიციპალიტეტი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კალიფორნიის ყურე. მუნიციპალიტეტი მოიცავს ყურეში მდებარე მრავალ კუნძულს, მათ შორის: როკა-კონსაგს, კოლორადიტოს, ელ-მუერტოს, ენკანტადასა და სან-ლუისს.

დასახლებული პუნქტი
სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
კოორდინატები 30°33′22″ ჩ. გ. 114°54′04″ დ. გ. / 30.55611° ჩ. გ. 114.90111° დ. გ. / 30.55611; -114.90111
სატელეფონო კოდი 686
სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი (ჩრდილოეთი ქვემო კალიფორნია) — მექსიკა
სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი (ჩრდილოეთი ქვემო კალიფორნია)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება