სან-ანდრეასის რღვევა

სან-ანდრეასის რღვევა (ინგლ. San Andreas Fault) — ტრანსფორმული რღვევა წყნარი ოკეანეს და ჩრდილოეთი ამერიკის ლითოსფერულ ფილაქნებს შორის. აღნიშნული რღვევა 1200 კმ სიგრძისაა და გადის უმეტესწილად ხმელეთზე, სანაპიროს გასწვრივ კალიფორნიის შტატის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა ფარალონის ფილის გაქრობის შედეგად.

სან-ანდრეასის რღვევის აეროფოტოსურათი

სან-ანდრეასის პარალელურად გადიან სან-გაბრიელის და სან-ხასინტოს რღვევები. რღვევასთან დაკავშირებულია 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც 7 მეტრამდე ზედაპირულ გადაადგილებებს იწვევდნენ. ყველაზე ცნობილებია სან-ფრანცისკოს და ლომა-პრიეტის მიწისძვრა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება