სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია
სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია (რუს. Латышская церковь Христа Спасителя) — დაკარგული ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1845-1849 წლებში. მდებარეობდა მისამართზე: საქნტ-პეტერბურგი, ზაგოროდნის პროსპექტი 62/1.
სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია | |
XIX საუკუნის გრავიურა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°55′04″ ჩ. გ. 30°19′23″ ა. გ. / 59.91778° ჩ. გ. 30.32306° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ლუთერანული ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | დაკარგული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | კლასიციზმი, ნეოგოთიკა |
თარიღდება | 1845-1849 |
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად ის ლატვიელები, რომლებიც ცხორობდნენ სანქტ-პეტერბურგში, ეკუთვნოდნენ წმინდა მიქაელის ლუთერანული ეკლესიის მრევლს, სადაც 1835 წელს იმპერატორის ბრძანების თანახმად მათთვის დაინიშნა სპეციალური მქადაგებელი. 1845 წელს ლატვიელმა მრევლმა დაიწყო საკუთარი შენობის მშენებლობა, რომელიც აკურთხეს 1849 წლის 3 მარტს. ეკლესიის მშენებლობისათვის რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა გამოყო 12 ათასი რუსული რუბლი, ხოლო ლატვიელმა ვაჭარმა პეტრე იანისმა 10 ათასი რუბლი. მრევლის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბარონმა ივან ანდრიას ძე ფიტინგოფმა, რომელიც იყო საკავალერიო პლკის ლეიბ-გვარდიის მეთაური. რადგანაც მრევლის მეოთხედი იყვნენ გერმანელები მათთვის დაინიშნა სპეციალური მქადაგებელი.
ეკლესიასთან ფუნქციონირებდა სკოლა და ბავშვთა თავშესაფარი. დროთა განმავლობაში ეკლესიის მრევლის რიცხვმა 10 000-ს მიაღწია, რამაც დააყენა ახალი ეკლესიის აგების საჭიროება, თუმცა ამის რეალიზება არ მომხდარა.
საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1938 წელს „ლატვიელი მუშების მოთხოვნით“. ეკლესიის შენობა დაანგრიეს. დღესდღეობით მცირე ლატვიური საზოგადოება იკრიბება ვასილევსკის კუნძულზე მდებარე წმინდა ეკატერინეს ლუთერანულ ეკლესიაში.
არქიტექტურა
რედაქტირებათავდაპირველი პროექტის ავტორი იყო ვასილი ეგორის ძე მორგანი (1846 წელი), მშენებელი — ოტონ ვასილის ძე ბრემერი (1847-1849 წლები). მოგვიანებით ეკლესია გააფართოვეს და გადააკეთეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Е. Е. Князева, Г. Ф. Соколова «Лютеранские церкви и приходы России XVIII—XX вв.», Санкт-Петербург, «Литера», 2001, ISBN 5-89319-048-3