სანქტ-პეტერბურგის ჯვართამაღლების ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ჯვართამაღლების ტაძარი (რუს. Крестовоздвиженский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1748-1749 წლებში, ბაროკოს სტილში.
სანქტ-პეტერბურგის ჯვართამაღლების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°54′58″ ჩ. გ. 30°21′14″ ა. გ. / 59.91611° ჩ. გ. 30.35389° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1748-1749 |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნის დასაწყისში თანამედროვე ლიგოვის პროსპექტის ადგილზე გადიოდა ძველი ნოვგოროდის გზა. ეს იყო ერთადერთი ტრაქტი, რომელიც აკავშირებდა სანქტ-პეტერბურგს დანარჩენ რუსეთთან. ტრაქტთან არსებობდა იამსკის მეეტლეების დასახლება, რომლის მოსახლეობასაც თავდაპირველად არ ჰქონდათ თავისი ეკლესია. 1710-1712 წლებში სასაფლაოზე ააშენეს პატარა სამლოცველო, რომელიც სავარაუდოდ 1714 წელს ხანძრის შედეგად უნდა განადგურებულიყო.
1718 წელს მეეტლეების თხოვნით ააშენეს იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია. ეს იყო პატარა შენობა სამრეკლოს გარეშე. 1723 წელს ააშენეს ხის სამრეკლო. 1730 წელს ეკლესია დაიწვა და მის ადგილზე კვლავ ხის ეკლესია ააგეს. ამ ეკლესიის არქიტექტორის სახელი ცნობილი არაა. მშენებლობას მეთვალყურეობდა არქიტექტორი იოჰან შუმახერი. მრევლი ითხოვდა მოძველებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ადგილზე აეშენებინათ ახალი ქვის ტაძარი ჯვართამაღლების სახელზე.
ამ ეკლესიის უკან 1764-1768 წლებში ააშენეს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ბაროკოს სტილში. იგი გააფართოეს 1842-1844 წლებში ჯვართამაღლების ეკლესიის გადაკეთების წინ. 1848-1852 წლებში ჯვართამაღლების ეკლესია გადააკეთა არქიტექტორმა ეგორ დიმერტმა.
1932 წელს ტიხვინის ეკლესია დაიხურა და გადააკეთეს სკოლად, შემდეგ მასში განათავსეს რედიოტექნიკური ტექნიკუმი. ჯვართამაღლების ეკლესია დახურეს 1938 წელს.
1991 წელს ჯვართამაღლების ტაძარი გადასცეს კაზაკების მრევლს. წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი ვლადიმირ სერგიენკო.
2013 წლის 26 მაისს, რომანოვების სამეფო დინასტიის 400 წლისთავთან დაკავშირებით, ტაძრის ახლოს აღმართეს წმინდა უფლისულ ალექსის, მთელი რუსეთის კაზაკების ატამანის, ძეგლი.