სანკიულოტები (ფრანგ. Sans-culotteმოკლე შარვლის გარეშე) — საფრანგეთის რევოლუციის დროს შემოღებული ტერმინი. პირველად გამოიყენეს 1790 წელს. არისტოკრატები სანკიულოტებს დაცინვით უწოდებდნენ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს − ქალაქის ღარიბთა წარმომადგენლებს, რომლებსაც უხეში ქსოვილისაგან შეკერილი გრძელი შარვლები ეცვათ (განსხვავებით ბურჟუაზიისაგან, რომლებიც მოკლე შარვლებსა და აბრეშუმის წინდებს ატარებდნენ). შემდგომში „სანკიულოტი“ პატრიოტის, რევოლუციონერის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.

სანკიულოტი გრძელი შარვლით

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება