სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია

სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია სალსკის რაიონის სოფელ სანდატაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. აგებულია 1912 წელს[1].

სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია
სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია — რუსეთი
სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სანდატა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1904-1912

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, სალსკის რაიონი, სოფელი სანდატა.

ისტორია რედაქტირება

სოფელი სანდატა დაარსდა 1805 წელს, ხოლო პირველი ეკელსია სოფელში ააგეს თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ. ეს იყო ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია, რომელიც ააგეს 1851 წელს. ეკლესიასთან ფუნქციონირებდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა[1].

წმინდა გიორგის ეკლესია, ასაკოვანი ადამიანების გადმოცემების მიხედვით ააგეს 1912 წელს[2] (ზუსტი მონაცემები, რომელიც დაადასტურებს ამ თარიღს ცნობილი არაა).

1960-იან წლებში, ნიკიტა ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში, ეკლესია დახურეს (ამ დროისათვის ეს იყო ერთადერთი ეკლესია სოფელში). ეს მოხდა წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ პარტიის რაიონული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა არ დაეთმო ტაძარი პარტიის წარმომადგენლებისათვის. რის შემდეგაც ხელიუფლების წარმომადგენლებმა იხმარეს ეშმაკობა და მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ეკლესია და მისი ჭურჭელი უნდა აღედგინათ. თუმცა ტრაქტორით დაანგრიეს სამრეკლო[1].

1970-იან წლებში ეკლესიაში განათავსეს ხორბლის საწყობი, რომელიც მოგვიანებით დაიწვა. 1989 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. ძირითადი სამუშაოები დასრულდა დაახლოებით ორი წლის შემდეგ[1].

ამჟამად მსხვილ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიაში იკრიბებიან სოფლის მორწმუნეები, ასევე გარშემო მდებარე დასახლებებისა და თავად სალსკის მოსახლეობა[1].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Сандата село (Медвеженский уезд). www.okorneva.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  2. donvrem. (2013-01-17) Храм в Сальских степях. ДОН. ციტირების თარიღი: 2017-02-25.