სანაწვერალო ნათესები
სანაწვერალო ნათესები — ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ძირითადი კულტურის აღების შემდეგ დათესილი შუალედური ნათესები, რომლებიც მოსავალს ამავე წელს იძლევა. მნიშვნელოვანი რეზერვია საკვების წარმოებისთვის, ნოტიო რაიონებში ან სარწყავ მიწებზე ხანგრძლივი სანაწვერალო პერიოდის დროს (არანაკლებ 2 თვე) ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისთვის. სანაწვერალო ნათესები წელიწადში ორი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა, 50–70%-ით და მეტით ამაღლებს ხნულის პროდუქტიულობას. ამისათვის არჩევენ სითბოს მიმართ ნაკლებად მომთხოვნ, ადრეული წაყინვებისა და გვალვებისადმი მედეგ მცენარეებს, რომლებიც სწრაფად იზრდება და მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. აგროტექნიკა ძირითადად ისეთივეა, როგორიც საგაზაფხულო თესვის დროს. არასაკმარისი დატენიანების დროს იყენებენ ნიადაგის ზედაპირულ დამუშავებას (აუცილებლად დატკეპნასთან ერთად) და თესლის ღრმად ჩათესვას. თესლის ნათესის ნორმას ზრდიან 20–25%-ით.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Пожнивные посевы // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 407.