სამხრეთ ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობები
სამხრეთ ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობები, სამხრეთ-ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობები — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (საქართველოს სსრ) უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. 1923-1938 წლებში სულ მოწვეულ იქნა 11 საოლქო ყრილობა. 1936 წლის 5 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობას შეეცვალა სახელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოთი.
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების I საოლქო ყრილობა გაიმართა 1923 წლის 16-17 თებერვალს.[1]
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების II საოლქო ყრილობა
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების III საოლქო ყრილობა
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების IV საოლქო ყრილობა
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების V საოლქო ყრილობა გაიმართა 1925 წლის 31 მარტს.[2]
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების VI საოლქო ყრილობა გაიმართა 1925 წლის მარტში.[3]
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების VII საოლქო ყრილობა გაიმართა 1927 წლის 12 მარტს (გეგმით) დღის წესრიგში დასმული იყო შემდეგი საკითხები:
- საქართველოს ცაკის ანგარიში;
- სამხრეთ ოსეთის ცაკის ანგარიში;
- ტერიტორიალური მშენებლობა;
- სამხრეთ ოსეთის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ანგარიში;
- სამხრეთ ოსეთის განათლების სახალხო კომისარიატის ანგარიში;
- ცაკის არჩევნები;
- დელეგატების არჩევა სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობაზე.[4][5]
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების VIII საოლქო ყრილობა გაიმართა 1929 წლის 26 — 27 მარტს. ყრილობის საპატიო პრეზიდიუმში არჩეულ იქნენ ორჯონიკიძე, რიკოვი, კალინინი, მახარაძე, კახიანი და სხვანი. მისასალმებელი დეპეშები გაეგზავნა საქართველოს ცაკს, აფხაზეთის, აჭარისტანის, ჩრდილოეთ-ოსეთის მთავრობებსა და ორჯონიკიძეს. დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის ანგარიში, სამხრეთ ოსეთის საანგარიშო მოხსენება და სხვა. 27 მარტის დილის სხდომაზე მოსმენილ იქნა მათიკაშვილის მოხსენება საქრთველოს მთავრობის მუშაობის შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში.[6]
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების IX საოლქო ყრილობა გაიმართა 1931 წლის 30 იანვარს (გეგმით)[7]
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების X საოლქო ყრილობა გაიმართა 1934 წლის 18 დეკემბერს[8]
- სამხრეთ ოსეთის საბჭოების XI საოლქო ყრილობა გაიმართა 1936 წლის 10 ნოემბერს[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Меньшевики Грузии. Окончание истории злодейств
- ↑ Центральный Государственный архив новейшей истории Грузии, ф. 284, опись 1, д. 170, л. 3
- ↑ Потерянная Осетия или к вопросу исконных национальных территорий
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №49 (1804), 3 მარტი, 1927
- ↑ Центральный Государственный архив новейшей истории Грузии, ф. 284, опись 1, д. 363, л. 23-30
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №71 (2417), 30 მარტი, 1929
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №12 (2967), 14 იანვარი, 1931
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №292 (4148), 20 დეკემბერი, 1934
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №263 (4762), 14 ნოემბერი, 1936