სამხრეთ მოგადიშოს ბრძოლა
სამხრეთ მოგადიშოს ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
სომალის სამოქალაქო ომის ნაწილი | |||||
მოგადიშოს ბრძოლა | |||||
თარიღი | 24-25 თებერვალი, 2009 | ||||
მდებარეობა | მოგადიშო, სომალი | ||||
შედეგი | გადაუწყვეტელი | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
სამხრეთ მოგადიშოს ბრძოლა — დაიწყო სომალის დედაქალაქ მოგადიშოში 2009 წლის 24 თებერვალს, როდესაც სომალის გარდამავალ ფედერალურ მთავრობას დაუპირისპირდნენ რადიკალი ისლამისტები.
ბრძოლის დასახელება მოიცავს სიტყვა „სამხრეთს“, რათა განასხვავოს იგი მოგადიშოს სხვა ბრძოლებისგან. მოგადიშოს ცხრა მთავარი ბრძოლა მიმდინარეობდა სომალის სამოქალაქო ომის ფარგლებში, ათწლეულების განმავლობაში. ეს იყო პირველი ბრძოლა ამ ქალაქში მას შემდეგ, რაც სომალი ცდილობდა აერჩია ახალი პრეზიდენტი 2009 წლის იანვარში. ეს არჩევნები დემოკრატიისკენ ერთგვარ დაბრუნებას ნიშნავდა. სამხრეთ მოგადიშორს ბრძოლა განიხილება სომალის სამოქალაქო ომის (2009–დღემდე) საწყის წერტილად, რომელიც დღემდე გრძელდება [1]
ბრძოლაში, რომელიც ძირითადად ქალაქის სამხრეთით მიმდინარეობდა, 87 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა. მათი დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. [2] აჯანყებულებმა ნაღმტყორცნებიდან ისროლეს სასიკვდილო ბომბები და ასაფეთქებელი ნივთიერებები პრეზიდენტის სასახლის მისამართით, რომელიც მდებარეობს ბორცვზე, ვარდიგლის რაიონში. [2] [3] პარალელურად ცეცხლი გაუხსნეს აფრიკის კავშირისა და სამთავრობო ჯარების ბაზას ჰოდანის რაიონში, ისევე როგორც ახლომდებარე ჰოულვადაგის რაიონში არსებულ ბაზას. [2] როგორც ამბობენ, ახლად არჩეული პრეზიდენტი შეიხ შარიფ შეიხ აჰმედი ინციდენტის დროს მის სასახლეში იმყოფებოდა. [2]
დაღუპულთა შორის სულ მცირე 11 გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მადენას მთავარი საავადმყოფოს მუშაკებმა აღნიშნეს, რომ პირველ ეტაპზე დაახლოებით 45 დაჭრილი შეიყვანეს კლინიკაში. [4] ბრძოლაში დაიღუპა 15 ალ-შაბააბის და ჰიზბულ ისლამის მებრძოლი და 6 გარდამავალი ფედერალური მთავრობის პოლიციელი.
ბრძოლა
რედაქტირება2009 წლის 31 იანვარს გარდამავალი ფედერალური მთავრობის პრეზიდენტად აირჩიეს სომალის ხელახლა განმათავისუფლებელი ფრაქციის ლიდერი შარიფ შეიხ აჰმედი.[5] ალ-შაბააბის რადიკალმა ისლამისტებმა დაადანაშაულეს გარდამავალი ფედერალური მთავრობის ახალი პრეზიდენტი სეკულარული მთავრობის ჩამოყალიბებაში და განაგრძეს სამოქალაქო ომი მას შემდეგ, რაც ის მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლეში 2009 წლის თებერვლის დასაწყისში ჩავიდა. მათ მთავარ მოთხოვნებს ქვეყნის შარიათის კანონების მიხედვით მართვა და უცხოური ჯარებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. 6 თებერვალს ალ-შაბააბის მებრძოლებმა სხვა რადიკალ ისლამისტებთან ერთად იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე. [6] პრეზიდენტთან მოლაპარაკების მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა. შედეგად, 24 თებერვალს ბრძოლა გაგრძელდა მოგადიშოს სამხრეთ ნაწილში და დასრულდა 25 თებერვალს. შეტაკებაში დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიან მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რის გამოც ორივე მხარემ დაგმო აგრესია.
ჰიზბულ ისლამის პოზიცია
რედაქტირებაშეიხ ომარ იმანმა, ჰიზბულ ისლამის თავმჯდომარემ, დაგმო სომალის აფრიკული კავშირის მისიაზე თავდასხმები, მაგრამ აღიარა, რომ ჯგუფის „ზოგიერთი წევრი“ იყო ჩართული სამხრეთ მოგადიშოს ბრძოლაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mogadishu rocked by fierce battle. BBC (2009-02-24). ციტირების თარიღი: 2009-02-24
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Mogadishu rocked by fierce battle. BBC (2009-02-24). ციტირების თარიღი: 2009-02-24"Mogadishu rocked by fierce battle". BBC. 2009-02-24. Archived from the original on 25 February 2009. Retrieved 2009-02-24.
- ↑ Fighting kills at least 13 in Somali capital. Zimbio (2009-02-24). ციტირების თარიღი: 2009-02-24
- ↑ Fighting kills at least 13 in Somali capital. Zimbio (2009-02-24). ციტირების თარიღი: 2009-02-24"Fighting kills at least 13 in Somali capital". Zimbio. 2009-02-24. Archived from the original on 2012-03-17. Retrieved 2009-02-24.
- ↑ „Moderate Islamist picked as Somali president“. CNN. 31 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2009. ციტირების თარიღი: 20 April 2011.
- ↑ Sheikh, Abdi (7 February 2009). „Rebels target new president“. In.reuters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2009. ციტირების თარიღი: 20 April 2011.