სამხრეთის კარის ეგვტერი
სამხრეთის კარის ეგვტერი (რუს. Часовня Южные врата) — არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც დაგეგმილია აშენდეს დონის როსტოვის სანაპიროს ქუჩაზე. პირველი ქვა ეგვტერის საძირკველში ჩადეს 2016 წელს ქალაქიში მიმდინარე ფესტივალის დროს[1].
სამხრეთის კარის ეგვტერი Часовня Южные врата | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′49″N 39°42′49″E / 47.213528° ჩ. გ. 39.713583° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დაწყების თარიღი | 2016 |
ისტორია
რედაქტირებაროსტოვის სანაპიროზე „სამხრეთის კარის“ ეგვტერის ასაშენებლად, საჭირო იყო შეეტანათ ცვლილება კონცესიურ შეთანხმებაში, რომელიც დაიდო 2013 წელს 32 წლის ვადით. ეგვტერი ააშენეს პავილიონის მაგივრად. ადრე კი ვარაუდობდნენ, რომ სანაპიროზე აშენდებოდა ხუთი კაფე და მოხდებოდა მოქმედი სამგზავრო ნავმისადგომის რეკონსტრუქცია, ხოლო ეკლესიის შესახვევისა და გაზეთის შესახვევს შორის უნდა განთავსებულიყო საგამოფენო პავილიონი, რომლის ფართობიც უნდა ყოფილიყო არანაკლებ 750 კვადრატული მეტრი.
2015 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოვის სანაპროზე უნდა აშენებულიყო მემორიალური ეგვტერი, რომელსაც ეწოდებოდა „სამხრეთის კარი“. ეს უნდა ყოფილიყო საფეხმავლო ზონის რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპი, რომელიც მდებარეობდა ეკლესიის შესახვევიდან სანაპირომდე[1].
2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ეგვტერი უნდა აგებულიყო შეცვლილი სახით, შეიცვლებოდა მოსაპირკეთებელი მასალაც[2].
პირველი ქვა ეგვტერის საძირკველში ჩადეს 2016 წლის ივლისში, მაშინ როდესაც ქალაქში იმართებოდა მდინარე დონის ფესტივალი. მშენებლობას ახორციელებდა „დონის ნავმისადგომი“ საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფით. 2016 წელს ეგვტერის წარდგენილ პროექტს დაეთანხმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
დაგეგმილი ობიექტი არ უნდა ყოფილიყო ექვს მეტრზე მეტი სიგრძეში და ექვს მეტრზე მეტი სიგანეში, ხოლო სიმაღლე უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 14 მეტრისა. გასასვლელები ჩრდილო-სამხრეთით და დასავლეთ-აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო გამჭოლი[1]. სამხრეთის კარიბჭის ეგვტერის არქიტექტორი იყო ი. ი. დვორნიკოვი[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Часовня «Южные врата» на набережной появится вместо выставочного павильона. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-19. ციტირების თარიღი: 2017-11-09.
- ↑ Часовня «Южные врата России» появится на набережной Ростова, но в изменённом виде. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-03. ციტირების თარიღი: 2017-11-09.
- ↑ Часовня «Южные врата России» украсит набережную Ростова-на-Дону. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-22. ციტირების თარიღი: 2017-11-09.