სამძიმარი
სამძიმარი — ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთიდან მოტაცებული ქალი-ქაჯი. სამძიმარის მოტაცება ხახმატის გიორგის სახელს უკავშირდება. ამ წარმოდგენაში, ისევე, როგორც სამძიმარის შემდგომი ნათლობის სიუჟეტში აისახა წმინდა გიორგის მიერ წარმართი მეფის მოქცევის გავრცელებული მოტივი. სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 168-169, ISBN 978-99940-27-10-1.