სამოციქულო მეფე
სამოციქულო მეფე — უნგრეთის მეფის ჰერალდიკული ტიტული.
ჰაბსბურგები თავს იშტვან I-ის (997–1038) მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, ამის არგუმენტად მოყავდათ ის, რომ პაპმა სილვესტერ II-მ ისინი დააჯილდოვა წმინდა იშტვანის ტიტულით.[1] იშტვანის მიერ ხალხის გაქრისტიანების გამო მას ადარებდნენ მოციქულს (შესაბამისად წმინდა იშტვანის ტიტლუც უთანაბრდებოდა სამოციქულო ტიტულს). ეს ტიტული პირველად გამოიყენა საღვთო რომის იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა (1657–1705) როდესაც უნგრეთის ავტონომია გააუქმა და უნგრეთის გვირგვინიც დაიდგა. ამ ტიტულს ბოლოს იყენებდა კარლ I.
მსგავსი ტიტული გამოიყენებოდა ესპანეთის და საფრანგეთის კათოლიკე მონარქების მიერაც.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Király, Béla K. (1979). „The Hungarian church“, რედ. William James Callahan; David Higgs: Church and Society in Catholic Europe of the eighteenth century. Cambridge University Press, გვ. 117. ISBN 978-0-521-22424-6. ციტირების თარიღი: 9 November 2012.