სამის ციხე
სამის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში, მდინარე ბანისხევის მარცხენა სანაპიროზე, ბანისხევის ნასოფლარიდან დაახლოებით 2 კილომეტრზეა მოშორებული.
ციხის კოშკი კვადრატულია (გარედან 8 მ×8 მ, შიგნიდან 5 მ×5 მ), კლდის მოზრდილი ლოდებით ნაგები. წყობა უმეტესად თარაზულია, ან მცირე ქვების მწკვრივებითაა გასწორებული. აღმოსავლეთ კედლის სიმაღლე დაახლ. 7 მეტრამდეა, მაგრამ სარკმლის ნიშანი არსად ჩანს. კოშკს შესასვლელი სამხრეთიდან არის. ირგვლივ გალავანია ისეთივე წყობისა, რომელსაც სამხრეთის მხარეს ნახევარწრიული ბურჯი აქვს. გალავნის შიგნით, კოშკის ჩრდილოეთ მხარეს არის სხვა სათავსოს ნაშთიც. კოშკის დასავლეთის კედელი ნალისებურად შემორტყმულია გალავნის პირზე. გვიან მოსულ მოსახლეობას აღნიშნული ციხე ეგონა ბანისხევის ძველი ეკლესია. ამიტომაც მის დასავლეთ მხარეს XIX საუკუნის სასაფლაო გაუმართავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
- გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები ისტორიისათვის, ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გულანი, # 10 ახალციხე 2011
- გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 26