სამირ შარიფოვი
სამირ რაუფ-ოღლუ შარიფოვი (აზერ. Samir Rauf oğlu Şərifov; დ. 7 სექტემბერი, 1961, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე 2025 წლიდან,[1] ყოფილი აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრი (2006-2025).
სამირ შარიფოვი აზერ. Samir Şərifov | |
![]() | |
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 10 იანვარი, 2025 |
აზერბაიჯანის მე-5 ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 აპრილი, 2006 – 10 იანვარი, 2025 | |
დაბადებული | 7 სექტემბერი, 1961 აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
განათლება | კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1961 წლის 7 სექტემბერს. 1983 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსისტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.[2] უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბაქოში სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში, შემდგომ სამხრეთ იემენში, ხოლო 1991-დან 1995 წლამდე — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში, ხელმძღვანელის მოადგილედ.[3]
1995-დან 2001 წლამდე აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის სისტმაში მუშაობდა, 2000 წლიდან იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (არსნფ) აღმასრულებელი დირექტორი.[2] 2006 წლის აპრილში დაინიშნა აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრად.
2008 წლიდან სამირ შარიფოვი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საბჭოს წევრია აზერბაიჯანის მხრიდან.[4]
არის აზერბაიჯან-საფრანგეთის საერთაშორისო ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარე.[5]
დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.
2025 წლის 1 იანვარს იგი განთავისუფლდა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან და დანიშნა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Глава Минфина Самир Шарифов назначен вице-премьером Азербайджана ru. Report (2025-01-10).
- ↑ 2.0 2.1 А.МЕХТИЕВА (19.04.2006). „Минфин Азербайджана возглавил "киевский нефтяник" Самир Шарифов“ (რუსული). ЦентрАзия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.03.2016. ციტირების თარიღი: 08.09.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „SHARIFOV Samir Rauf oglu - Minister of Finance“ (ინგლისური). oilfund.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
- ↑ «IMF Members' Quotas and Voting Power, and IMF Board of Governors», International Monetary Fund website, 5.01.2013
- ↑ В Париже состоялось шестое заседание азербайджано-французской экономической комиссии. 1news.az, 24.09.2011