სამედ ვურღუნის სახელობის პარკი
სამედ ვურღუნის სახელობის პარკი ან სამედ ვურღუნის ბაღი (აზერ. Səməd Vurğun bağı) — პარკი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში სადგურის მოედანთან ახლოს.
პარკი მოშენდა 1882 წელს. მოედანი ადრე ცნობილი იყო, როგორც ოქტომბრის მოედანი. მდებარეობს 28 მაისისა და ფიქრეთ ამიროვის ქუჩების კვეთაზე. ბაღი მოიცავს აზერბაიჯანის რკინიგზის შენობის წინა მოედანს.
1938 წლიდან 1959 წლამდე პარკის ტერიტორიაზე მოქმედებდა ზოოპარკი.
1961 წელს მოედანზე დაიდგა სამედ ვურგუნის ძეგლი. ძეგლის ავტორი იყო ფუად აბდურახმანოვი, არქიტექტორი კი მიქაილ ჰუსეინოვი.
პარკის კაპიტალური რეკონსტრუქცია მოხდა 2009 წელს.