სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამარხი.

სამარხი, სამკვდრო, სამკუდრო — მიცვალებულის დასაკრძალავად გასაწევი ხარჯის სახსარი ძველ საქართველოში. მიცვალებულისეული ქონების საამისო ნაწილის გარდა სამარხი ერქვა ამ დანიშნულებით წინასწარვე გადადებულ სახსარსაც, რომელიც ძირითადად მოძრავი ქონებიდან გამოყოფდნენ. ოჯახის გაყრისას სამარხიგამოიყოფოდა მოხუცი დედ-მამისათვის, ქვრივი უძეო რძლისათვის, ობოლი ქალისათვის.

სამარხი ერქვა აგრეთვე მოკლულის დასაკრძალავი ხარჯების საზღაურს, რომელიც მკვლელს ან მისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 8, გვ. 708, თბ., 1984